14 თებერვალს 117-ე საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი გარემო და რონისძიებები დაიგეგმა და შემდეგ მისი განხორციელება მოხდა. სკოლის ორგანიზატორის ნონა მეიშვილის დიდი ინიციატივითა და ძალისხმევით 117-ე  სკოლაში, ვალენტინობის დღეს, მეტი ფერადოვნება, მხიარულება და შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნდა. ღონისძიებების დაგეგმა ჯერ კიდევ წინა თვეში დაიწყო და ამ დღეს   უჩვეულოდ შეხვდნენ.  მათ მუშაობას აქტიურს ხდიდა ისიც, რომ გათვალისწინებული ღონისძიებები ორიგინალური და განსხვავებული იყო. პროექტის კარგად განხორციელებას ხელი შეუწყო ასევე  გუნდურმა კოლეგიალობამ. სამუშაოები კარგად ჩატარდა. სკოლაში მოეწყო ,,სიყვარულის დერეფანი“, რომელიც მრავალი შინაარსობრივი დატვირთვითა და დიზაინერული მხრით გამოირჩეოდა. დამზადდა ორი სტენდი, რომელიც გრაგნილის ფორმის იყო და ცნობილი, , ქართველი, ქართველი მწერლებისა და გამოჩენი საზოგადო მოღვაწეთა სასიყვარულო ოსტორიებზე მოგვითხრობდა. გრაგნილს შესაბამისი სახელიც ჰქონდა: „ასე უყვარდათ საქართველოში“, წარმოდგენილ პროექტის ეფექტურობა დიზაინშიც გამოიხატებოდა, რადგან გრაგნილის სიძველის ეფექტი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მალევე დაიმსახურა მოწონება. შესაბამისი ინფორმაციები მოსწავლეებს მიაწოდა სკოლის პედაგოგმა მარინე როსტომაშვილმა. შეუძლებელია არ ვახსენოთ „სიყვარულის ხე“, რომელიც მართლაც, რომ ეფექტურობით გამოირჩეოდა „ სიყვარულის დერეფანში“, დეკორატიულ ხეზე ლენტებით დამაგრებული ცნობილი ადამიანების სასიყვარულო წერილები საკმაოდ საინტერესო იყო. ვალენტინობის თემასთან დაკავშირებით მოეწყო შესაბამისი გამოფენაც, რომელშიც 117-ე სკოლის პატარა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა. მთავარი ფუროფი მოახდინა „სიყვარულის ყუთმა“, რომლის საშუალებითაც ყველა მოსწავლეს მიეცა საშუალება, რომ შესაბამისი ადრესატის მითითებით ორიგინალურად მიელოცა ვალენტინობის დღე თავისი რჩეულისთვის. დაგროვილი წერილები, რომლებიც საკმაოდ ბევრი იყო, კურიერებმა შესაბამის ადრესატებს მიუტანეს. „სიყვარულის ყუთმა“ ნამდვილად დიდი მხიარულება შემოიტანა. ბავშვები არ იშურებდნენ სიტყვებს წერილისთვის. კმაყოფილება ნამდვილად იგრძნობოდა.
        საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 117-ე სკოლაში სიყვარულის დღე მრავალფეროვანი, ეფექტური და საინტერესო გამოვიდა.